პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სუიციდსა და იმედგაცრუებაზე ისაუბრა. როგორც ილია მეორემ განაცხადა, კაცობრიობა გაჭირვებაშია და ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ხშირად კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს.
"გაჭირვებაშია კაცობრიობა, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა კარგავს ადამიანი იმედს და თავს იკლავს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ შეეწიოს ყოველ გაჭირვებულ ადამიანს და ყოფილიყოს მფარველი ჩვენი", - განაცხადა ილია მეორემ.