აეროპორტის ტრასაზე მომხდარი ავარიისას მძიმედ დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს მრავლობითი დაზიანებებით:
"მამაკაცი 62 წლის, კომატოზურ მდგომარეობაში, მდგომარეობა კრიტიკული იყო თავიდანვე, სახეზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, თვითონ თავი იყო დეფორმირებული, პაციენტი მზადდებოდა საოპერაციოში ასაყვანად, მაგრამ რამდენიმე ხანში პაციენტს გული გაუჩერდა," - განაცხადა ექიმმა ბაქარ კუჭავამ.
შემთხვევა დაახლოებით 3 საათის წინ მოხდა, ერთმანეთს სატვირთო ავტომანქანა და #82 სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე სოსო ბურდილაძე, მისი თქმით მომხდარი ავტოავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს:
თვითმხილველების თქმით, სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცავებმა ნარკოლოგიურში გადაიყვანეს შემოწმებაზე.