09 სექტემბერი 2026,   21:34
ვრცლად
დღე და ღამე გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ განათლების კუთხით, რეფორმები განვახორციელოთ - სოფიო კილაძე

პარლამენტში საშემოდგომო სესიის ბოლო, რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის სამ წევრს მოუსმენენ. დეპუტატებს საკუთარ ანგარიშს ეკონომიკის, განათლებისა და სპორტის, ასევე დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები ჩააბარებენ. ნათია თურნავა, მიხეილ ჩხენკელი და ეკატერინე ტიკარაძე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მივლენ.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ განათლების სფეროში სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ მინისტრები თანამდებობაზე დიდ ხანს არ რჩებიან და ერთი მინისტრის დაწყებულ ინიციატივას, მეორე აგრძელებს. 

"განათლების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი სისტემა არის ის, რომ მინისტრები დიდ ხანს არ რჩებიან პოზიციებზე და ყველა ახალი მინისტრი ახალი ინიციატივებით მოდის. ამიტომ ეს სფერო, რომელიც ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი, რომ განვითარდეს ეს ცვალებადობა თვითონ ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს მინისტრებს და რამდენად განგრძობადი არის ის პროცესი, რომელსაც ერთი მინისტრი იწყებს და შემდეგ მეორე ანვითარებს. ეს უწყვეტობა განათლების სამინისტროში ძალიან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ნინო გოგუაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძის განცხადებით, განათლების სამინისტროს ბავშვები პოლიტიკის კუთხით კიდევ ბევრი აქვს სამუშაო.

"განათლების სამინისტროს როლი ჩვენი ბავშვების პოლიტიკის კუთხით არის უმნიშვნელოვანესი. ბოლო პერიოდის მოვლენებმა, ვფიქრობ, გვიჩვენა ერთი რამ, რომ ჩვენ გვაქვს 24 საათის განმავლობაში სამუშაო დღე და ღამე იმისთვის, რომ ის მიმართულებები, ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელი არის განათლების კუთხით, ეს განვახორციელოთ," - განაცხადა სოფო კილაძემ.

დღის ამბები