18 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
"ვიმედოვნებ, კელი დეგნანის ჩამოსვლისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მალე დაიწყება" - ელიზაბეთ რუდი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოში ამერიკის ელჩად კელი დეგნანის დანიშვნას ელიზაბეთ რუდი ეხმაურება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ დეგნანის საქართველოში ჩამოსვლისთვის საჭირო პროცედურები უახლოეს მომავალში დაიწყება. 

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ელჩად კელი დეგნანის კანდიდატურას სენატში მხარი დაუჭირეს. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ზუსტ ვადებზე საუბარი მიჭირს, თუმცა ვიმედოვნებ, ჩამოსვლისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მალე დაიწყება," - აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი. 

კელი დეგნანი მომდევნო კვირაში ვაშინგტონში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს, რათა ფორმალური პროცედურები გაიაროს. კერი დეგნანი ევროპასა და აფრიკაში შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობდა. ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იტალიასა და კოსოვოში. სენატში მისი მოსმენა ელჩის კანდიდატის რანგში 30 ოქტომბერს გაიმართა.

დღის ამბები