18 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
"ყველა დამნაშავე ვართ, სამართალდამცავი ორგანოები, სკოლა, განათლების სისტემა, ოჯახი" - თამარ გაგოშიძე

სუიციდის გაშუქების პრობლემა, საზოგადოების რეაქცია და პროცესი, რაც მოზარდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს - დღეს ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ამ თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.

სპეციალისტები პრობლემის მასშტაბურობაზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სისტემური მიდგომაა საჭირო, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე საზოგადოებისა და ოჯახების ჩართულობით.

"ყველა დამნაშავე ვართ, გინდა სამართალდამცავი ორგანოები, სკოლა, განათლების სისტემა, ოჯახი. ოჯახს დღეს ძალიან უჭირს, ვინ ანათლებს მშობელს დღეს? მარტო ხელებს ვიშვერთ, ვინ ეხმარება მასწავლებელს?" - აცხადებს ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე. 

ფსიქიატრ ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ისეთ განცხადებების გაკეთებისგან, რომელიც  ემოციური მდგომარეობის გამწვავებას ხელს უწყობს. 

"მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ისეთი განცხადებებისაგან, რომელიც ხელს უწყობს  ემოციური მდგომარეობის გამწვავებას, შევეცადოთ, რომ ნაკლებად შევუწყოთ ხელი და ტირაჟირება არ გავაკეთოთ ჩვენს facebook-ზე მაინც," - აღნიშნა ფსიქიატრმა ნინო ოკრიბელაშვილმა. 

 

 

დღის ამბები