არასამთავრობო ორგანიზაციები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის სასამართლოს მიერ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობის მისჯას ეხმაურებიან.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ქართველი ექიმის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ მომდევნო კვირას განცხადებას გაავრცელებენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობინდან დახსნისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
"გვინდა გამოვეხმაუროთ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში 1 წლითა და 9 თვით დატოვებას. პირველ რიგში გვინდა კიდევ გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახს.
ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები მომდევნო კვირაში გავავრცელებთ განცხადებას, მივმართავთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ვისაც აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი ინსტრუმენტები, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობიდან გამოხსნასთან დაკავშირებით და ასევე, იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებაც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რაც შეიძლება მალე მოხერხდეს ამ ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.