03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
„მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები," - ლევან ყიფიანი

„მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები, და ყველა იმ მწვავე კითხვაზე მზად ვარ გავცე პასუხი რომელიც აქამდე იყო და გავაგრძელებ იმ მოღვაწეობას, რა მოღვაწეობითაც მოვედი აქამდე- სუფთა რეპუტაციით, სუფთა ხელებით და ერთიანი ძალისხმევით,“ - ეს განცხადება ლევან ყიფიანმა დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა თავისი გუნდის წევრებს.

მან მომავალ პრემიერმინისტრს თხოვნით მიმართა, რომ შეინარჩუნოს ის კურსი, რომელიც სპორტის სამინიტრომ დაისახა და ნუ იქნება უკან დაბრუნების მცდელობა.

ყიფიანმა ბიძინა ივანიშვილსაც გადაუხადა მადლობა და მისი დამსახურება აღნიშნა, რომ ის აირჩია მინისტრად.

ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ ის აგრძელებს სპორტში მუშაობას. მისვე თქმით, ის სხვა უწყებაში ვერ იმუშავებს.

„არის არჩევნები, არის ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები მომავალ წელს და შეილება მოვემზადო ოლიმპიური კომიტეტის არჩევნებისთვის, შეიძება სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში მივიღო მონაწილება,“ - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი 1971 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. 1988-1993 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1993 -1995 წლებში, როდესაც ის საფეხბურთო კლუბ "დინამოში" თამაშობდა, საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს თასის მფლობელი გახდა. სპორტულ ორგანიზაციებში მოღვაწეობა 1996 წლიდან დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა საფეხბურთო გუნდების მწვრთნელად, 2008 წელს კი მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ორგანიზაცია ”ჩვენი ფეხბურთი” დააფუძნა. 2012 - საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების სპორტის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი.

2012 წლიდან ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები