03 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
აქცია ზუგდიდში სოზარ სუბართან შეხვედრის მიზნით

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ზუგდიდში, გერმანიის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს, მათ მიერ დაფინასებული შენობა დაათვალიერებინა, სადაც ერთი წლის 360 დევნილი ჩაასახლეს.

ბინების მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და მან ბაკის წარმომადგენლებს გააცნო, თუ რა პიროებში ცხოვრობდნენ დევნილები.

დათვალიერების პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

კორპუსების წინ, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით 200-მდე დევნილი იყო შეკრებილი. ისინი თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

დევნილების მოთხოვნის მიუხედავად, სოზარ სუბარი აქციის მონაწილეებს არ შეხვდა.
შეკრებილ მოსახლეობას შორის იყვნენ ინვალიდი ბავშვები.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ბარიკადებში მოამწყვდიეს და მათ გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

 

დღის ამბები