უკვე მეოთხე დღეა, პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ ოჯახმა უცხოელი ექიმი ჩამოიყვანა, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას.
"პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. რაიმე ტიპის ჩარევა დაგეგმილი არ გვაქვს. არის მართვით სუნთქვაზე, უგრძელდება სამკურნალო-დაცვითი ნარკოზი. უტარდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით," - აღნიშნა ექიმმა ნიკოლიზ კვაჭაძემ.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა ამ კლინიკაში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტების სრულ შესაბამისობაში. ამიტომ ამ ეტაპზე მე არ ვთვლი, რომ ავადმყოფის ტრანსპორტირება საჭიროა,", - განაცხადა რეანიმატოლოგმა ზურაბ გურულმა.