გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
მათივე ცნობით, 23-24 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი.
"25-26 დეკემბერს მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი," - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.