რომის "ლაციო" იტალიის სუპერთასის მფლობელია. რომაულმა კლუბმა ერთი კვირის ინტერვალში ტურინის "იუვენტუსის" დამარცხება ორჯერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 3-1 დასრულდა.
ანგარიში 16-ე წუთზე "ლაციოს" ნახევარცველმა ლუის ალბერტომ გახსნა. 45-ე წუთზე დიბალამ გაათანაბრა, სხვათაშორის არგენტინელმა ისტორიაში სუპერთასზე მე-4 გოლი გაიტანა და რეკორდსმენი გახდა.
73-ე წუთზე ლულიჩმა "ლაციო" დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი 94-ე წუთზე კატალდიმ დააფიქსირა.
იტალიის სუპერთასი საუდის არაბეთის დედაქალაქში ერ-რიადში მდებარე "სამეფო უნივერსიტეტის სტადიონზე" გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრას 23 361 გულშემატკივარი დაესწრო.