03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა. ბინის გასაღები დაღუპული პოლიციელის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს მეტროსადგურ ვარკეთილთან მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. 

დღის ამბები