25 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
"როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად ასრულებს" - ბიძინა ივანიშვილი

"როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებს, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ,"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.  

"ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი. დღესაც რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებს, რათა ჩვენ გადავლახოთ ყველა გამოწვევა და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგია გაიმართა. საზეიმო მსახურებას თავად პატრიარქი, სინოდის წევრები, მრევლი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

წირვის შემდეგ, განცხადებები ამბიონიდან გააკეთეს ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. იყო პატრიარქის ქადაგებაც. ილია მეორემ საზოგადოება დალოცა და მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები