18 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
"მისი უწმინდესობის მწყემსობით, ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული" - გიორგი გახარია

"მისი უწმინდესობის მწყემსობით, ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული"- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

"მისი უწმინდესობის მწყემსობით, ქვეყანა მოვიდა დღემდე გამარჯვებული. ჩვენ შეუძლებელია გადავაფასოთ პატრიარქის ღვაწლი ქვეყნის წინაშე, შეუძლებელია შევაფასოთ მისი ღვაწლი ქვეყანაში სიმშვიდის და მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. პატრიარქი არის ჩვენი მწყემსი და საქართველოს მთავრობის სახელით მე ვულოცავ მას ამ დიდ დღესასწაულს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ლიტურგია გაიმართა. საზეიმო მსახურებას თავად პატრიარქი, სინოდის წევრები, მრევლი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. 

დღის ამბები