18 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
გარკვეული კლინიკები ზედმეტად კომერციულად არიან ორიენტირებულები სამედიცინო ჩარევებზე - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 5 თვის მანძილზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან საკმარისი კომუნიკაცია იყო. 

მინისტრის თქმით, კლინიკები, რომლებიც კომერციული ინტერესით არიან ორიენტირებულები სამედიცინო ჩარევებზე, ან გავლენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ან გააგრძელებენ საქმიანობას სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად. 

"მზად ვართ წარმოვადგინოთ ის საშვთა სია, რომელიც იყო დაშვებული 5 თვის მანძილზე, როდესაც ჩვენ ვახორციელებდით კომუნიკაციას ექიმებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და დარწმუნდებით, რომ კომუნიკაცია საკმარისი იყო და კვლავ იქნება. სახელმწიფოს არც ამ ეტაპზე გააჩნია საკმარისი სახელმწიფო კლინიკა და არც სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ ბაზარი მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებით გაჯერდეს.

უბრალოდ, აქ იქნება დადგენილი გარკვეული პროპორცია იმისათვის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როგორც სოციალური პროექტი, უსაფრთხოდ გაგრძელდეს. არის გარკვეული კლინიკები, რომლებიც არიან ზედმეტად კომერციულად ორიენტირებულები სამედიცინო ჩარევებზე და შესაბამისად, ისინი ან გავლენ პროგრამიდან, ან დარჩებიან პროგრამაში და განახორციელებენ შესაბამის მანიპულაციებს ტარიფებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დადგინდა," - განაცხადა  ეკატერინე ტიკარაძემ.

საუბარია მთავრობის 520-ე დადგენილების შესახებ, რომელიც კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები