18 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
პატრიარქის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა - უწმინდესმა მრევლს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა

42 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან. საზეიმო მსახურებას თავად პატრიარქი, სინოდის წევრები, მრევლი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, განცხადებები ამბიონიდან გააკეთეს ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნის პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. იყო პატრიარქის ქადაგებაც. ილია მეორემ საზოგადოება დალოცა და მადლობა გადაუხადა.

ილია მეორე 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში აკურთხეს. 42 წლის შემდეგ უხუცესი პატრიარქი ისევ სვეტიცხოვლის ტაძრის ამბიონზე ავიდა და მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა მადლობა გადაიხადა სიყვარულისთვის.

სადღესასწაულო წირვა მცხეთაში დღეს უწმინდესთან და მის მოსაყდრესთან ერთად მაღალი იერარქიის სამღვდელო პირებმა ჩაატარეს. მეუფეებმა უწმინდესს აღსაყდრების დღე მიულოცეს და მისი პატრიარქობის 42 წლიანი ისტორია გაიხსენეს. 

პატრიარქთან მისალოცად დღეს სვეტიცხოველში პოლიტიკოსებიც მივიდენენ. ტაძარში წირვას დაესწრნენ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პრემიერი. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ამბიონზე სასულიერო პირებთან ერთად პოლიტიკოსებიც ავიდნენ.

42 წლის წინ, როდესაც ილია მეორემ ქართული ეკლესია ჩაიბარა, საქართველოში სულ 15 ეპარქია და 30 მოქმედი ეკლესია იყო. მისი პატრიარქობის 42 წლისთავზე კი ქვეყანას 46 ეპარქია და 2000-ზე მეტი ტაძარი აქვს.

 

დღის ამბები