თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო. საახალწლო ღონისძიებების კვირეული გახსნილია.
ნაძვის ხის ანთების პარალელურად მუსიკალური წარმოდგენაც გაიმართა. მიუზიკლში მსახიობებისა და მუსიკოსების გარდა, ბავშვებიც მონაწილეობენ.
დღეიდან, რესპუბლიკის მოედანზე, 13 იანვრის ჩათვლით, სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობა მთელი დღის განმავლობაში იქნება.
თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას მიულოცა ახალი წელი და ღონისძიება საზეიმოდ გახსნა.