შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ გიორგი ბუთხუზი დაინიშნა.
გიორგი ბუთხუზი ამ დრომდე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2016-2019 წლებში კი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.
გიორგი ბუთხუზს 2013 - 2016 წლებში სსიპ "სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის" დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
გიორგი ბუთხუში 2008 წლის ომის ვეტერანია.