18 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
მილიონიანი ნაძვის ხე და 12 ათასლარიანი სკამი - ხაბეიშვილი პროკურატურისგან თბილისის მერიის ტენდერების შესწავლას ითხოვს

დედაქალაქის მერი დღეს თბილისის საკრებულოს დეპუტატების წინაშე 2019 წლის ანგარიშით უნდა წარდგეს. ამის პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს, რომ საგამოძიებო უწყებამ შეისწავლოს ის სატენდერო დოკუმენტაცია, რომლითაც დედაქალაქის მერიამ თბილისის საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის შესაძენად 2 მილიონამდე დახარჯა. ხაბეიშვილი მეორე განცხადების დარეგისტრირებასაც აპირებს, სადაც საუბარია ქუჩის სკამებზე, რომლის თითოეულ ეგზემპლარშიც, მისი თქმით, მერია 12 000 ლარის გადახდას აპირებს.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ საქმე, შესაძლოა, მორგებულ ტენდერს ეხებოდეს და გამარჯვებულის ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი.

"მომავალ წელს, ამ დროს, კალაძეს მოუწევს პროკურატურაში ანგარიშის ჩაბარება. ერთი მილიონია გადახდილი ნაძვის ხეში, რომლის საბაზრო ღირებულება ალბათ არ აღემატება 100 ათას ლარს. ამიტომ მნიშვნელოვანია, პროკურატურამ გამოიძიოს. მეორე განცხადება, რომელსაც დღეს დავარეგისტრირებთ, ეხება სკამებს, რომ კალაძე ერთ ცალ სკამში გადაიხდის 12 000 ლარს და ეს პირდაპირ მორგებულია იტალიურ კომპანიაზე,"- განაცხადა ხაბეიშვილმა.

საკრებულოს ოპოზიციის წევრ ლილე ლიპარტელიანის თქმით, კალაძის მიერ ბოლო დროს განხორციელებული შესყიდვები თითქმის სრულად ადასტურებს ოპოზიციის ეჭვებს, რომ ტენდერები მოგებულია და კალაძე კორუფციულ გარიგებებში იმყოფება იტალიურ კომპანიებთან.

დღის ამბები