18 ნოემბერი 2024,   08:16
ვრცლად
მართლა შოკივით იყო, რომ გავიგეთ ეს ამბავი - ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

ოკუპანტების 49 დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, სახელმწიფოს და საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის. თამილა ლაფანაშვილის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი და ძალიან ემოციური იყო:

"ძალიან ემოციურია და მართლა შოკივით იყო, რომ გავიგეთ ეს ამბავი და გადარეულები ვართ სიხარულით, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სახელობითად, რომ ჩამოვთვალო აუცილებლად ვინმე გამომრჩება იმიტომ, რომ უამრავი ხალხი იყო ამაში ჩართული და სულ ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საამაყოა, რომ ამ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში. მადლობა სახელმწიფო ორგანოებს. ყველას ვულოცავ ახალ წელს," - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

დღის ამბები