ოკუპანტების ტყვეობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი მისმა შვილმა ირინა გაფრინდაშვილმა გააკეთა, მისი თქმით, 49-დღიანი ტყვეობის შემდეგ ვაჟა გაფრინდაშვილი ფიზიკურად ნორმალურ მდგომარეობაშია. ირინა გაფრინდაშვილის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება შეწყალებით მოხდა.
"ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, ემოციებს ვერ გამოვხატავთ ისე ვართ, ფიზიკურად მამა ნორმალურ მდგომარეობაშია, ცოტა გამხდარია, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს. დეტალებზე არ გვისაუბრია, ვიცით, რომ ნორმალურად იყო, შევიწროებას და ზეწოლას ადგილი არ ქონია. მოულოდნელი იყო, არც ველოდით, როგორც ვიცით მოხდა შეწყალებით," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილი.
ავტორი: ლუკა ხაჩიძე