ისანში ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში მცხოვრები 50-ზე მეტი ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. მათი მტკიცებით, ისანი-სამგორის გამგეობის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შენობის დაცლას აიძულებენ.
ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები და დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ. შენობაში, უახლოეს დღეებში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იგეგმება.