ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მისი გადასვლის მიზეზი იყო მისი ავადმყოფის ნახვა, რომლის ვინაობაც გაფრინდაშვილმა მისთვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით არ დაასახელა. გაფრინდაშვილის თქმით, სწორედ ამიტომ ოკუპანტებსაც უთხრა, რომ ის ეკლესიის სანახავად იყო გადასული:
"მთავარი მიზეზი იყო, ჩემი ავადმყოფის ნახვა, ვერ ვიტყვი გვარს და სად ცხოვრობდა, იმიტომ რომ შეექმნება ალბათ პრობლემა იმ ადამიანს. რომ დამაკავეს, ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში," - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.