18 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
წელს შეწყალება არ იქნება - პრეზიდენტი მსჯავრდებულებს სავარაუდოდ შობისთვის შეიწყალებს

წინასაახალწლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიმროდან პატიმრებს არ გამოუშვებს. საკანში შეხვდება ახალ წელს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც.

ინფორმაციას ადასტურებს სალომე ზურაბიშვილის მრჩეველი. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი უკვე მეორედ არღვევს ტრადიციას და გიორგობის დღესასწაულის შემდეგ, მსჯავრდებულების შეწყალებას არც ახალ წელს აპირებს.

პრეზიდენტის მრჩევლის კომუნიკაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში ირინე შენგელიას განცხადებით, პრეზიდენტი საკითხზე მუშაობს და ის მსჯავრდებულებს სავარაუდოდ შობას შეიწყალებს.

"შობამდე შეწყალება იქნება. მორატორიუმი შეწყდა და მიღებულია ახალი წესი. რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამიტომ უფრო ვრცლად მე კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აღნიშნა ირინე შენგელიამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" წევრის ლევან ალაფიშვილის განცხადებით,  პრეზიდენტი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ალაფიშვილის შეფასებით, მაშინ როდესაც ზურაბიშვილმა მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირები შეიწყალა და ახლა თავს იკავებს ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების შეწყალებისგან, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ჰუმანურობის პრინციპს ეჭვქვეშ აყენებს.

"თუკი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულს, როგორც სახელმწიფოს მეთაური იწყალებ და მის მიმართ ჰუმანურობის აქტს გამოავლენ სახელმწიფოს სახელით, იგივე პრინციპით თუ არ უდგები სხვა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ ადამიანს, რომელსაც უფრო მეტიც აქვს მოხდილი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არათანაბარი მიდგომაა და ეს სერიოზულად აზიანებს არამხოლოდ ერთ ინსტიტუტს, არამედ თვითონ სახელმწიფოს პრინციპს," - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

დღის ამბები