მეგაშოუ "დიდი სცენის" მესამე ეპიზოდი "რუსთვი 2"-ის ეთერში - ლაივ კონცერტების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ახალი წლიდან ჟიურის მიერ შერჩეული კონკურსანტები საზოგადოების წინაშე ფილარმონიის დიდი საკონცერტო სცენიდან წარსდგებიან.
დღესვე გაირკვევა ვინ იქნება ის 10 ადამიანი, რომელიც 5 იანვარს ლაივ-კონცერტზე იმღერებს. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებმა შესარჩევ ტურებზე ქართული და უცხოური ჰიტები წარმოადგინეს.
მონაწილეებს ნატო მეტონიძე, სალომე კორკოტაშვილი და გიორგი ცაგარელი აფასებდნენ. ლაივ-კონცერებს ჟიურის ახალი წევრი დაემატება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია. 5 იანვარს ერთ-ერთ სივრცეს ახალი წამყვანი სანდრო სანაია დაემარტება.
"ეს ამბავი ჩვემთვისაც დიდი სიახლე იყო, ონლაინ-სივრცეში ნინი კუპრაძესთან ერთად ვიქნები და მაყურებელს რეკლამის დროსაც არ მოვაწყენთ. განწყობა რა თქმა უნდა ამაღლებული მაქვს და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება დილის გადაცემის შემდეგ, მეგაშოუს ერთ-ერთი წამყვანი ვიქნები, ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს," - აღნიშნა სანდრო საიანიამ.
"დიდი სცენა" დღეს 22 საათზე დაიწყება.