18 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
პრეზიდენტი საპატრიარქოს 5 შუამდგომლობიდან ერთს ასრულებს ხოლმე - ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზის შეწყალებაზე

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის შეწყალების შესაძლებლობას მცირე კომენტარით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სინოდმა თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა, შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მიმართა და ახლა გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს.

ამასთან, ჯაღამაიძე ვერ აკონკრეტებს, თუ რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზს.

მისივე განმარტებით, ზოგადად, პრეზიდენტი საპატრიარქოს 5 შუამდგომლობიდან ერთს ასრულებს ხოლმე.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ წინასაახალწლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალების აქტს არ განახორციელებს. საკანში შეხვდება ახალ წელს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძეც.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი უკვე მეორედ არღვევს ტრადიციას და გიორგობის დღესასწაულის შემდეგ, მსჯავრდებულების შეწყალებას არც ახალ წელს აპირებს. პრეზიდენტის მრჩევლის კომუნიკაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში ირინე შენგელიას განცხადებით, პრეზიდენტი საკითხზე მუშაობს და ის მსჯავრდებულებს სავარაუდოდ შობას შეიწყალებს.

 

დღის ამბები