ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობის დასრულებას რუსეთის დუმის დეპუტატები ეხმაურებიან.
"მოხარული ვარ, რომ შესაძლებელი გახდა გადაწყვეტილების პოვნა, რომელიც დამატებით არ ამძიმებს ისედაც რთულ ურთიერთობებს თბილისსა და ცხინვალს შორის" - ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.
კოსაჩევის განცხადებით, ქართველი ექიმის ამბავზე დეკემბრის შუა რიცხვებში "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ის დახმარებას დაჰპირდა.
კოსაჩევმა გაწეული სამუშაოსთვის ნინო ბურჯანაძეს და საკუთარ კოლეგებს მადლობა გადაუხადა.
"რაც ნაკლები იქნება ასეთი პრობლემები, მით უფრო გაგვიიოლდება მოსკოვში საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის აღდგენა. დარწმუნებული ვარ, რომ დრო, როდესაც პრობლემებს ვეძებდით და ვაუარესებდით, წარსულში დარჩება. მე ბურჯანაძეს დავპირდი, რომ პრობლემის გადაწყვეტაში დავეხმარებოდი იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხებოდა სხვა ქვეყნის სამართალდამცავ და სასამართლო სისტემებს.
ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან ერთად რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებში ასევე სამხრეთ ოსეთის პარლამენტთაშორისი ურთიერთობის არხების გამოყენებით. ახლა ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს, თანმიმდევრულად და კეთილგანწყობილად. ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ექსტრემისტების ხელშია. მადლობა ნინო, მადლობა კოლეგებო!"-აღნიშნულია კოსაჩევის განცხადებაში.