03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
დაბალი ხელფასები და ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტი ვაკანტურია. თუმცა ჯერ კიდევ წინა კვირას მოქმედი ხელმძღვანელისთვის ცნობილი ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ კონკურსის გამოცხადების შემდეგ გახდა.

დღეს ხელნაწერთა ცენტრში თანამშომლებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, სამინსიტროსა და ცენტრს შორის უთანხმოებაა.

განათელების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ცენტრს რამდენიმე წელია ერთიდაიგივე ხელმძღვანელი ჰყავდა და ბევრი პრობლემა დაგროვდა. თამარ სანიკიძის თქმით, ცენტრის მუშაობის პროცესში დარღვევები აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და დასკვნა მოამზადეს. 

განათლების მინისტრის მოავალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. 

შეგახსენებთ, ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებულ შეუსაბამო და დაბალ ხელფასებტან დაკავშირებით, ასევე ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობებზე.

 

ავტორი: თათია ხორბალაძე

დღის ამბები