თურქეთში, ილგაზის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს კონსული ანკარაში კოტე კოტარია.
როგორც კონსული "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, მას სრული ინფორმაცია მიეწოდება დაშავებული ქართველების შესახებ.
"თბილისიდან სტამბოლში მიმავალ სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, შედეგად გარდაიცვალა თურქეთის ერთი მოქალაქე. თურქეთის სამმა მოქალაქემ მიიღო მძიმე დაზიანება, ხოლო საქართველოს 21 მოქალაქე მსუბუქი დაზიანებებით გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში გამოკვლევებისთვის", - განაცხადა საქართველოს კონსულმა ანკარაში კოტე კოტარიამ.
შემთხვევა გამთენიისას თურქეთში ილგაზის რაიონში მოხდა. ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა.