18 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში - ავტობუსი, რომელიც თბილისი-სტამბოლის რეისს ასრულებდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა

ავტობუსი, რომელიც რეისს თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით ასრულებდა, სატვირთო ტრაილეს შეეჯახა. შემთხვევა თურქეთში, ქალაქ ჩანქირშთან, გვიან ღამით მოხდა. ავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში სხვა 2 დაზარალებულთან ერთად კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. სამივე მათგანი თურქეთის მოქალაქეა. მძღოლის დამხმარის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

მგზავრების ნაწილმა სხეულის შედარებთ მსუბუქი დაზიანება მიიღეს. მათი უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. ნაწილი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები კი სამართალდამცველების შეკითხვებს პასუხობენ.

"აკა კარადენიზის" კუთვნილი ავტობუსი რეისს თბილისი-სტამბულის მიმართულებით ასრულებდა. ორთაჭალაში კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელმძღვანელი პირები მომხდარის დეტალებს ადგილზე სწავლობენ. მგზავრთა დანიშნულების ადგილზე გადასაყვანად კი ახალი ავტობუსია გამოყოფილი.

დაშავებულებთან აქტიურ კონტაქტზეა თურქეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

მომხდარის ოფიციალური მიზეზი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მანამდე კი თურქული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წინ მიმავალ სატვირთოს შეეჯახა. 

ავტორი: დავით ცაგარელი  

დღის ამბები