18 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
რომელი კერძები მოვამზადოთ და როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა - ასტროლოგების რჩევები თეთრი ვირთხის წელთან დაკავშირებით

2020 თეთრი ვირთხის წელიწადია, ამიტომ ასტროლოგები რჩევებს სუფრის გაფორმებასთან ერთად საკვების რაციონზეც გვაძლევენ. ასტროლოგი ქეთი ვაწაძე თვლის, რომ წარმატებული წლისთვის კონკრეტული კერძები უნდა მოვამზადოთ.

ახალი წლის შესახვედრად განსაკუთრებით ემზადებიან კულინარები. მერიკო გუბელაძეს ცრურწმენების არ სჯერა, თუმცა ასტროლოგების რჩევებს ნაწილობრივ ითვალისწინებს და მიიჩნევს, რომ წლევანდელ სუფრაზე ყველი ის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც სუფრაზე აუცილებლად უნდა იდოს. 

ახალი წლის სუფრის ბოლო დეტალებს ასრულებს რესტორატორი მაკა ჯიბუტი და კერძებს ქართული სამზარეულოდან ამზადებს. წელს მის სუფრაზე ტრადიციულ კერძებთან ერთად გოგრის ფხალის განსხვავებული ვერსია იდება.

ასტროლოგთა რჩევების თანახმად, 2020 წელს, სასურველია, ქართული ტრადიციული კერძები მომზადდეს. მათივე თქმით, წელს თეთრი და ვერცხლისფერი დომინირებს, შესაბამისად, საახალწლო სუფრა, სასურველია, ამ ფერებში გადაწყდეს. 

დღის ამბები