18 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გაემოემგზავრა

თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ჩანქირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გაემოემგზავრა.

სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქარველოს საელჩოს თანამშრომელმა.

დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღეს, ილგაზის რაიონში ავტობუსი, რომელიც თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობდა, სატვირთო ტრაილერს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, 31 მგზავრიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა. 22-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 4ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, კომპანია "აკ კარადენიზს" ეკუთვნის.

დღის ამბები