03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
"მძარცველებო" - კახა კუკავამ და მისმა მხარდამჭერებმა "სითი პარკთან" აქცია გამართეს

"მძარცველებო" - ამ ლოზუნგით დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა თბილისში კომპანია "სითი პარკის" შენობასთან. აქციის ორგანიზატორი არასაპარტლამენტო ოპოზიციური პარტია "თავისუფალი საქართველო" და მისი ხელმძღვანელი კახა კუკავა იყო.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უნდა დადგეს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და კომპანიას საქმიანობა უნდა შეუჩერდეს.

აქციაზე კახა კუკავამ კომპანიის ხელშეწყობაში თბილისის მერია და პირადად დავით ნარმანია დაადანაშაულა. 

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიის "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ გუშინ აქციის დროს მისი დაკავება სამართალდამცავების მხრიდან პოლიტიკურ დევნად შეაფასა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები