ტუროპერატორები მიიჩნევენ, რომ 2019 რთული და გამოწვევებით სავსე წელი იყო. თუმცა კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, იმ კრიზისული დღეების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობდა, მოახერხეს და წლის ბოლოს სასურველი შედეგები მაინც მიიღეს.
მაღალ სტანდარტებსა და სერვისების გაუმჯობესებაზე საუბრობენ ავიაციის და სასტუმროს სფეროს წარმომადგენლები. თამუნა თანდაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარგად იცნობს საავიაციო სექტორს და იცის ყველა იმ პრობლემის და გამოწვევას შესახებ, რომელიც სფეროს გააჩნია.
იმ პრობლემების ფონზე, რომელიც ტურიზმის სფეროშია, საქართველოს ისტორიაში ტურისტების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. 2019 წლის მონაცემებით, საქართვლოში 9 მილიონ 300 ათასი მოგზაური შემოვიდა. იანვარ-ნოემბრის პერიოდში შემოსავალმა 3 მილიარდ 52 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
2019 წლის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრები და სხვადასხვა სამთავრობო უწყების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.