03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
ჯაზის საერთაშორისო დღე - თბილისში რონ კარტერი იმყოფება

თბილისში ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. საგანგებოდ ამ დღისთვის საქართველოს ჯაზმენი რონ კარტერი ეწვია. ის კონცერტს დღეს საღამოს გამართავს.

ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის საელჩო საქართველოში და იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისია არიან.

რონ კარტერი საქართველოს პირველად ეწვია და ხვალ ის ორსაათიან მასტერ კლასს გამართავს.

დღის ამბები