03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა და პირველი მაისიდან ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3327ლარი  იქნება.

ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს დადგენილი კურსი, როემლიც ამ დრომდე მოქმედებდა 2.3093 ლარს შეადგენდა, შესაბამისად გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0234 ლარი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 2.5407 ლარს შეადგენდა, პირველი მაისიდან კი ერთი ევროს შეძენა 2,6089 ლარად იქნება შესაძლებელი.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0682 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები