03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
თამარ სანიკიძე VS ბუბა კუდავა-მინისტრი კუდავას აუდიტის დასკვნით ემუქრება

თამარ სანიკიძემ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანსიაზე კონკურსი 2 დღის წინ გამოაცხადა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რაც მისი თქმით, აუდიტის სამსახურის დასკვით ცენტრში აღმოჩნდა. თამარ სანიკეძემ ბუბა კუდავა პრობლემების პოლიტიზირებაში, საგრანტო თანხების არასწორად განკარგვასა და ხელფასებისა და დანამატების სუბიექტურად გაცემაში დაადანააშულა.

სანიკიძის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს ბუბა კუდავა, რომელიც მცირე საპრემიო და სახელფასო ფონდში პირიქით სამინისტროს ადანაშაულებდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება თამარ სანიკიძემ პირადი ინტრესების გათვალისწინებით მიიღო.
ხელმძღვანელის მოხსნას დღეს თანამშრომლებიც აპროტესტებდნენ. კიდევ ერთი საკითხი, რაც მათი აზრით, გათავისუფლების მიზეზი გახდა, მეცნიერ-მუშაკების მიერ ლაილაშის ბიბლიის ებრაული მუზეუმისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოთქმული ღია პროტესტი იყო.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური "კურიერში" ცენტრის თანამშრომლების ხელფასების შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა, სადაც კუდავა თანამშრომელთა მცირე ხელფასს აპროტესტებდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები