03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ბედნიერი ქვეყნების სიაში საქართველო ბოლო ადგილებს შორისაა

ორგანიზაცია SDSN-მა ბედნიერი ქვეყნების სია წარმოადგინა.

ორგანიზაციამ 158 ქვეყანა გამოიკვლია და აქედან საქართველო ბედნიერ ქვეყნებს შორის 130-ე ადგილს იკავებს.

ყველაზე ბედნიერი ქვეყანა წელს შვეიცარიაა, შემდეგ სამ ადგილს სკანდინავიის ქვეყნები – ისლანდია, დანია და ნორვეგია ინაწილებენ.

წელს ბედნიერების განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის მთავარი კრიტერიუმებად დასახელდა – მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში, ჯანმრთელობა, ადამიანის ცხოვრების ხანგრძლივობა, გარემოცვაში ისეთი ადამიანის ყოლა, ვისზე დაყრდნობაც შესაძლებელია, არჩევანის თავისუფლება და კორუფციის დონე ქვეყანაში.

მსოფლიოს ბედნიერების ინდექსის დადგენას ერთადერთი მიზანი აქვს – კვლევის შედეგები ხელისუფლებამ თავის მუშაობაში გამოიყენოს და სახელმწიფო მართვის პოლიტიკა ერთადერთი მიზნით მიმართოს – ადამიანების ბედნიერებისკენ.

ავტორები: მაია ლომიძე, დათო მაისურაძე

 

დღის ამბები