03 ოქტომბერი 2024,   02:33
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ისნის გამგეობაში

ხმაური იყო ისნის გამგეობაში, სადაც სოციალურად დაუცველები და დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

50-მდე ოჯახი ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში ცხოვრობს.

სოციალურად დაუცველები ამბობენ, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება, რის გამოც მათ გამოსახლება ემუქრებათ. მათივე თქმით, გამგეობა ქირით უზრუნველყოფას დაჰპირდა, თუმცა სოციალურად დაუცველებისთვის ეს პირობა მიუღებელია და ისინი ალტერნატიულ ფართებს ითხოვენ.

დღის ამბები