03 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ხანძარი ბაგებში - ევაკუირებული და დაშავებული მოსახლეობა

ხანძარი ბაგებში. ცეცხლი ე.წ. სტუდქალაქის ტერიტორიაზე გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მე-9 სართულზე ელექტრო სადენებს გაუჩნდა და ორ სართულზე გავრცელდა. საგანგებო სიტუაციათა სასმსახურის თანამშრომლებმა მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. ინტოქსიკაციის ნიშნებით ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადებიც.

მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყეს სამართალდამცავებმა.

დღის ამბები