21 სექტემბერი 2026,   00:07
ვრცლად
გერმანელმა ჟურნალისტმა ლაშა ტალახაძე დოპინგის სინჯების არჩაბარებაში დაადანაშაულა

გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა დოკუმენტურ ფილმში ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტი ამბობს, რომ ქართველ ძალოსანს არ ჩაუბარებია არასაშეჯიბრო სინჯები 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დაწყებამდე.

გერმანელი ჟურნალისტის ბრალდებას საქართველოს ძალოსნობის ფედერაციაში აბსურდულს უწოდებენ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის განცხადებით, ლაშა ტალახაძეს აღნიშნულ პერიოდში 12-ზე მეტი სინჯი აქვს ჩაბარებული, თავად ტალახაძე კი მზად არის, ნებისმიერი შემოწმება გაიაროს და სინჯი კიდევ ერთხელ ჩააბაროს.

დღის ამბები