03 ოქტომბერი 2024,   02:36
ვრცლად
ხმაური ისნის გამგეობაში - სოციალურად დაუცველები და დევნილები საცხოვრებელ ფართს ითხოვენ

ხმაური იყო ისნის გამგეობაში, სადაც სოციალურად დაუცველები და დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვდნენ.

მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა. 50-მდე ოჯახი ისანში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში ცხოვრობს.

მათი თქმით, შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების მიზნით, მცხოვრებლების გამოსახლება იგეგმება. ისინი კი ქირით გასვლას არ თანხმდებიან და ფართის დათმობას მხოლოდ ალტერნატიული ფართის საკუთარებაში გადაცემის შემთხვევაში აპირებენ.

 

დღის ამბები