03 ოქტომბერი 2024,   02:32
ვრცლად
გაეროს პირველი კომენტარი ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვანებზე ძალადობაზე

გაერომ პირველი კომენტარი გააკეთა იმ გასაიდუმლოებულ ანგარიშთან დაკავშრებით, სადაც ფრანგი სამხედროების მიერ ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტებზეა საუბარი.

პან გი მუნის პრესმდივნის განცხადებით, გაეროს არ სურს გამოძიების პროცესში ჩარევა და ამ ანგარიშის გასაჯაროვება, სანამ საფრანგეთი თავად არ გადაიბარებს გამოძიებას. აქვე გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დამნაშავეებმა ჩადენილზე პასუხი უნდა აგონ.

"არ ვაპირებთ ქვეყნის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესში ჩარევას. მთავარია დავრწმუნდეთ იმაში, რომ ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, თუ ეს ფაქტები მართლაც მოხდა, ის პასუხს აგებს," - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა ფარან ჰაქმა.

ინფორმაცია ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვანებზე ძალადობის შესახებ გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა. აღნიშნული ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციამ გასული წლის გაზაფხულზე ჩატარებული გამოძიების შემდეგ მოამზადა.

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები