03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ქართველი კანონმდებლები ცენტრალური აფრიკის საკითხზე დროულ რეაგირებაზე საუბრობენ

ფრანგული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვნებზე ფრანგი და ქართველი სამხედროები ძალადობდნენ, დროულ რეაგირებასა და ინფორმაციის დაზუსტების აუცილებლობაზე საუბრობენ ქართველი კანონმდებლები.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ცენტრალურ აფრიკაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საკითხი საჭიროებს გარკვევას, დაზუსტებას და შემდეგ შესაბამისი რეაგირების მოხდენას.

ფრანგული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებზე ფრანგი და ქართველი სამხედროები ძალადობდნენ. მომხდარის შესახებ კი ადგილობრივები ცენტრალურ აფრიკაში მყოფ ფრანგ ჟურნალისტს ესაუბრნენ.

რესპოდენტები ყვებიან, რომ არასრულწლოვნებზე ძალადობის ფაქტებს პირადად შეესწრნენ. მოზარდებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები მოყვანილია გაეროს საიდუმლო ანგარიშშიც, რომელიც ჯერ ბრიტანულმა გარდიანმა მოიპოვა, შემდეგ კი უკვე საერთაშორისო სკანდალის თემად იქცა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები