03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
"ყვირილით ეს საქმე არ წყდება,"-გამწვანების სამსახურის უფროსი იპოდრომთან მცხოვრებ მოსახლეობას პასუხობს

"ყვირილით ეს საქმე არ წყდება"-ასე გამოეხმაურა გამწვანების სამასახურის უფროსი - ბიძინა გიორგობიანი მერიასთან შეკრებილ აქციის მოანწილეებს. 

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დავით ნარმანიასთან შეხვდერას ითხოვდა. 

აქციის მონაწილეებმა მერისგან იპოდრომზე დაგეგმილი მშენებლობების შეჩერება და მათ ნაცვლად, რეკრეაციული ზონის მოწყობა მოითხოვეს. დავით ნარმანიამ თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა არ მიიღო. მოგვიანებით კი აქციის მონაწილეთა პრეტენზიებზე გამწვანების სამასახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რომ ქალაქის განაშენიანების გეგმა საკრებულომ უნდა განსაზღვროს და მიწები, რომლებზეც მოსახლეობას პრეტენზია აქვს წლების წინ არის გაყიდული და მშენებლობის ნებართვა ამ ტერიტორიაზე უკვე გაცემულია. 

 

დღის ამბები