03 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
მაღალმთიან აჭარაში სამედიცინო მომსახურება კვლავ ფასიანია-"ევექსისა" და ჯანდაცვის სამინისტროს დაპირებები კი ურთიერთგამომრიცხავი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ ვაუჩერის მქონე ყველა პაციენტმა მომსახურება უფასოდ უნდა მიიღოს, მათ შორის მაღალმთიან აჭარაშიც სადაც მომსახურების მიღებაში მოსახლეობას თანხის გადახდა მოსთხოვეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის დაპირებას, რომ მაღალმთიან აჭარაში პაციენტები სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მიიღებენ, არ ადასტურებენ კორპორაცია „ევექსში,“ რომლის მფლობელობაში მყოფი საავადმყოფოები რეგიონებს ემსახურებიან. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქედასა და შუახევში სტაციონალური, ამბულატორიული და მშობიარობის მომსახურება უფასო აღარ არის. ისინი განმარტავენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ და ჯანდაცვის სამინისტროს დაგეგმილი ცვლილების შესახებ რამდენიმე კვირის წინ აცნობეს.

თანხის გადახდის აუცილებლობის წინაშე ხულოს, ქედას და შუახევის მოსახლეობა გასულ თვეში დადგა, როდესაც „ევექსმა“ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებებში ცვლილება განახორციელა.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ჰპირდება, რომ საყოველთაო დაზღვევის მომსახურებებში თანხის გადახდა არ მოუწევთ, კომპანია „ევექსში“ კი, რომელიც კლინიკებს კახეთსა და იმერეთშიც ფლობს, უფასო მკურნალობის შეზღუდვას არც ამ რეგიონებში გამორიცხავენ.

ავტორი:ანა წერეთელი

ამავე თემაზე
დღის ამბები