03 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ქუთაისში სალმონელოზით დაავადებული ხორცი აღმოაჩინეს

სალმონელოზით დაავადებული ხორცი სურსათის უვნებლობის სამსახურმა ქუთაისში სასაწყობო მეურნეუბა შპს ,,ხაკანი”-ში აღმოაჩინა. ოფიციალური ინფორმაციით იმერეთის რაიონში სადისტრიუბუციო კომპანიამ 6 ტონამდე გაყინული ქათმის ფარში შეიტანა, რომლის რეალიზაციაც საკვებ ობიექტებში ნახევარფაბრიკატების სახით ხდებოდა. მავნე სურსათის ბაზარზე განთავსების გამო სადისტრიბუციო კომპანია ათასი ლარით დაჯარიმდა, დაილუქა საწყობიც.

სალმონელას ჩხირი შემოწმების შედეგად მხოლოდ ქუთაისში გაყიდულ პარტიაში აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურში ადასტურებენ, რომ საბაჟო საზღვარზე შემოტანილი ხორცი სალომონელოზით დაბინძურებული არ იყო.

სურსათის უვნებლობის სამსახური იმ ობიექტების დადგენას ცდილობს, რომლებმაც თვენახევრის წინ შემოტანილი გაყინული ხორცის პარტია შეიძინეს. ლაბორატორიული კვლევაც ამის შემდეგ ჩატარდება. კომპანიას ბაზრიდან იმ პროდუქტის ამოღებაც დაევალა, რომლის შემოტანილ პარტიაშიც სალმონელას ჩხირი აღმოჩნდა. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ბაზრიდან პროდუქტს არ ამოიღებს, პრობლემის მოგვარებაში ფინანსური პოლიციაც ჩაერთვება.

ავტორი:ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები