03 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
„შემთხვევითი პაემნები“-ქართული კინოს კიდევ ერთი აღიარება

„სევდით გაჯერებული კომედია,“ „ერთდროულად სასაცილო და ღრმა” - ასე აფასებს საერთაშორისო პრესა ფილმს, რომელმაც 20-მდე კინოფესტივალის აღიარება და მთავარი ჯილდოები მოიპოვა. ევროპული კინოთეატრების შემდეგ ერთ კვირაში ლევან კოღუაშვილის „შემთხვევით პაემნებს“ ქართულ კინოთეატრებში ნახავთ.

საერთაშორისო ფესტივალებზე მოპოვებულ უმაღლეს ჯილდოებთან ერთად ლევან კოღუაშვილის ბოლო ნამუშევარმა ევროპასა და აზიაში მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

ფილმი 40 წლის მამაკაცისა და მის გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებას გვაჩვენებს.

ანდრო საყვარელიძესთან, ია სუხიტაშვილთან და კახი კავსაძესთან ერთად ლევან კოღუაშვილმა არჩილ ქიქოძე ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცა.

ავტორი:სალომე ბენაშვილი

დღის ამბები