03 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზა დასრულებულია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე გენეტიკური ექსპერტიზა დასრულებულია.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩენილი მეორე დნმ არ ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, როინ ასანიძეს.

ასანიძის შემოწმება მკვლელობაში ბრალდებულმა გია სოსანაშვილმა მოითხოვა.

პროკურატურა სოსანაშვილის და მისი ადვოკატის განცხადებებს ტყუილს უწოდებს და მათ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.

ბრალდებულის ადვოკატი კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.

დღის ამბები