03 ოქტომბერი 2024,   02:29
ვრცლად
ბარნოვის 3 ნომერში გზის ჩამოშლის შემდეგ ადგილობრივები თბილისის მთავრობას უყურადღებობასი ადანაშაულებს

ბარნოვის 3 ნომერში გზის ჩამოშლის შედეგად, შენობების ავარიულობასა და ნგრევის საფრთხეზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობა. 19 აპრილის შემდეგ ქუჩა გადაკეტილია და შესაბამისად სატრანსოპორტო მოძრაობა შეზღუდულია.

რამდენიმე წლის წინ მერიის მიერ მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობის მშენებლობის ნებართვა გაიცა. მოგვიანებით მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე დარღვევები გამოვლინდა და მშენებლობის ნებართვა გაუქმდა. სწორედ დაწყებული სამუშაოების შედეგად გათხრილი საძირკველი გახდა ბარნოვის ქუჩაზე გზის ჩამოშლის მიზეზი.

მოსახლეობას დღეს საკრებულოს უმცირესობის წევრები, ირაკლი აბესაძე და სევდია უგრეხელიძე, შეხვდნენ.

ადგილობრივი მცხოვრებლები და საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევები მერიისგან დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვენ. 

დღის ამბები